დავლეკანოვო
დავლეკანოვო (ბაშკ. Дәүләкән) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფიდან 96 კმ-ში სამხრეთ დასავლეთში, მდებარეობს მდინარე დიომაზე. დავლეკანოვოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში გადის ტრანსციმბირის მაგისტრალი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
დავლეკანოვო Дәүләкән | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
ფედერაციის სუბიექტი | ბაშკირეთი | ||
მუნიციპალიტეტი | დავლეკანოვოს რაიონი | ||
კოორდინატები | 54°13′00″ ჩ. გ. 55°02′00″ ა. გ. / 54.21667° ჩ. გ. 55.03333° ა. გ. | ||
დაარსდა | XVIII საუკუნე | ||
პირველი ხსენება | 1735 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1942 | ||
ცენტრის სიმაღლე | 110 მ | ||
ოფიციალური ენა | ბაშკირული და რუსული ენა | ||
მოსახლეობა | 23 820 კაცი (2016) | ||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, ბაშკირები, თათრები, უკრაინელები, ჩუვაშები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||
სატელეფონო კოდი | +7 34768 | ||
საფოსტო ინდექსი | 453400—453406, 453409 | ||
ოფიციალური საიტი | admdavlekan.ru | ||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დავლეკანოვო დაარსდა XVIII საუკუნის შუა წლებში. მისი სახელი წარმოქმნილია ვოტჩინის მფლობელის დავლეკან სირტლანოვის სახელიდან. ამ სახელით მოიხსენიება პირველად 1735 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში.
დავლეკანოვო წარმოიქმნა ორი ბაშკირული სოფლის დავლეკანოვოსა და იტკულოვს შეერთების შედეგად. სოფელი დავლეკანოვო პირველად იხსენიება 1735 წელს, ხოლო სოფელი იტკულოვი დაარსდა 1797 წელს ბაშკირი იტკულ ბასკუნოვის მიერ.
მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ იგი მთავარ სავაჭრო და ეკონომიკურ ცენტრად აქცია რეგიონში. პირველი მსოფლიო ომის წინ დავლეკანოვოში ცხოვრობდა 15 500 ადამიანი. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში სოფელი მნიშვნელოვანი ბრძოლების ცენტრი იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს დავლეკანოვოს რაიონიდან ფრონტზე გაემგზავრა 11 000-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 5 000 მეტი დაიღუპა. მათგან ოთხს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 47,1 %, ბაშკირები — 26 %, თათრები — 17,9 %, უკრაინელები — 4,4 %, ჩუვაშები — 1,3 %, სხვა — 3,3 %[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Хисматов М. Ф. Давлеканово.// Статья в Башкирской энциклопедии[მკვდარი ბმული]
- Официальный сайт муниципального района Давлекановский район დაარქივებული 2020-08-03 საიტზე Wayback Machine.
- Совет Муниципального района Давлекановский район Республики Башкортостан
- Давлекановская центральная районная больница[მკვდარი ბმული]