ტრანსციმბირის მაგისტრალი
ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალი (რუს. Транссибирская железнодорожная магистраль (Трансси́б), Великий Сибирский Путь (ისტორიული სახელი)) — რკინიგზა, რომელიც ევრაზიის კონტინენტს ჭრის და მოსკოვს აკავშირებს აღმოსავლეთ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის უმსხვილეს სამრეწველო ქალაქებთან. მაგისტრალის სიგრძეა 9288,2 კმ, და ამგვარად ყველაზე გრძელი რკინიგზაა მსოფლიოში. მაგისტრალის უმაღლესი წერტილია იაბლონის უღელტეხილი (1019 მ). 2002 წელს დასრულდა მისი სრული ელექტრიფიკაცია. ისტორიულად ტრანსციმბირის მაგისტრალად შეიძლება იწოდოს მხოლოდ მისი აღმოსავლეთი ნაწილი, ჩელიაბინსკიდან (სამხრეთი ურალი) ვლადივოსტოკამდე. მისი სიგრძე 7 ათას კმ-ს აღემატება. სწორედ ეს მონაკვეთი აშენდა 1891-1916 წლებში.