დავით ძოწენიძე
დავით ძოწენიძე (დ. 24 აპრილი, 1957, თერჯოლა) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი. ინჟინერ-მექანიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1978 წელს დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი.
1978-1992 წლებში იყო სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების კათედრის ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი. სააქციო საზოგადოება "მერსედეს-ბენცის" წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი 1992-1996 წლებში. აგრეთვე იყო ტრანსპორტის სამინისტროს სამმართველოს უფროსი 1996-1997 წლებში, დეპარტამენტის უფროსი, 1997-1998 კი წლებში საავტომობილო ტრანსპორტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო 1998 წლიდან. არის 26 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი გამოგონების ავტორი. კვლევის თემა: საქართველოს სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების სისტემის სრულყოფის მეთოდების დამუშავება.
ჯილდოები
რედაქტირება- 2001 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ავტომობილის ტექნიკური სისტემის კომპიუტერული მართვა და დიაგნოსტიკა : კომპიუტერული მართვის პრინციპები ავტომობილზე : სახელმძღვანელო, თბ., სსიპ საზ. კოლეჯი ”გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი”, 2017, გვ. 380 ISBN 9789941270246
- ავტომობილის მართვის ელექტრონული სისტემები : დამხმ. სახელმძღვანელო, თბ., ტექნ. უნ-ტი, 2017, გვ. 231 ISBN 9789941209499
- ევრაზიის ქვეყნებში საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვების ორგანიზების პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები : დამხმ. სახელმძღვ, თბ., ტექნ. უნ-ტი, 2012, გვ. 194 ISBN 9789941201493
- საავტომობილო გადაზიდვები, თბ., 2006, გვ. 383 ISBN 99940-0-945-1
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, 1998-1999, გვ. 388
- წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2003, გვ. 90
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, თბ., 2012, გვ. 252