დავით ცხაკაია
დავით ცხაკაია (დ. 8 სექტემბერი, 1912, წყალტუბო — გ. 1971) — ქართველი თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1955).
ბიოგრაფია
რედაქტირება1927 წელს მოღვაწეობდა დუშეთის თეატრალურ დასში. 1929 წელს სწავლობდა თბილისის მესამე საცდელ-საჩვენებელ სკოლასა და თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრის „ტრამის“ სტუდიაში. 1931 წელს მსახიობად დაიწყო მუშაობა „ტრამში“, იმავე პერიოდში მონაწილეობას იღებდა მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრის სპექტაკლში. 1933-34 წლების სეზონში ზუგდიდის თეატრში მუშაობდა. 1934-1936 წლების სეზონში თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში. 1941 წლიდან გარდაცვალებამდე კვლავ მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრშია, სადაც იგი ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლებოდა. შესრულებული აქვს 80-ზე მეტი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: ნუგზარ ბატონი (ს. თვარაძის „სურამის ციხე“), ჯანდიერი (ა. წერეთლის „ბაში-აჩუკი“), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის „ლადო კეცხოველი“), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), გიორგი (შ. დადიანის „ჩატეხილი ხიდი“), გიორგი (ვ. კანდელაკის „ორი სპეციალისტი“), მერკუციო და ლორენციო (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), შტრაუზახერი (შილერის „ვილჰელმ ტელი“) და სხვა. მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტში, როგორც მსახიობი და რეჟისორი. წერდა სცენარებს რადიოგადაცემებისთვის. განხორციელებული აქვს 100-მდე რადიოგადაცემა: ჯ. სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“, ე. შვარცის „წითელქუდა“, ვ. ჰიუგოს „კოზეტა“ და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. თბილისი. 1992. გვ.99-100