დავით ჩეჩელაშვილი
დავით ჩეჩელაშვილი (დ. 5 აპრილი, 1891, ქუთაისი — გ. 5 ოქტომბერი, 1973) — ქართველი ექიმი-ფტიზიატრი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ექიმი (1942).
ბიოგრაფია
რედაქტირება1918 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1926 წლიდან მისი თაოსნობით ქუთაისში შეიქმნა პირველი ტუბდისპანსერი, რომლის მთავარი ექიმი თვითონვე იყო. დასავლეთ საქართველოში დანერგა ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა, მათ შორის ორსული ქალების ხელოვნური პნევმოთორაქსიით მკურნალობა. დიდი სამამულო ომის დროს მუშაობდა ქუთაისის მეზღვაურთა ევაკოჰოსპიტლის უფროსად. 1963 წელს დააარსა ქუთაისის ფთიზიატრთა სამეცნიერო საზოგადოება და მისი უცვლელი თავმჯდომარე იყო გარდაცვალებამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 104.