დავით ჟღენტი (დ. 4 ოქტომბერი, 1952, სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი.

დავით ჟღენტი
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1952 (1952-10-04) (71 წლის)
დაბადების ადგილი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1976 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშნებლობის ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩოხატაურის მაჟორიტარი) იგივე საარჩევნო ბლოკიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება