დავით პოღოსიანი
დავით პოღოსიანი (დ. 21 აგვისტო, 1974, გორი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2001, სოფია, ბულგარეთი), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1997, ვარშავა, პოლონეთი; 1998, ბრატისლავა, სლოვაკეთი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), მსოფლიოს ჩემპიონი კადეტთა შორის (1990), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1997). XVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000, სიდნეი — VI ადგილი; 2004, ათენი — V ადგილი). ღირსების ორდენის კავალერი.
ძირითადი შედეგები
რედაქტირებაწელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია |
ადგილი |
---|---|---|---|---|
1997 | ევროპის ჩემპიონატი | ვარშავა, პოლონეთი | -58 კგ | |
1998 | ევროპის ჩემპიონატი | ბრატისლავა, სლოვაკეთი | -58 კგ | |
2001 | მსოფლიო ჩემპიონატი | სოფია, ბულგარეთი | -58 კგ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 113, თბ.: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით პოღოსიანი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით პოღოსიანი — ქართული სპორტის სტატისტიკა