დავით მარგოშვილი (დ. 11 აგვისტო, 1980, ახმეტა) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო), ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (2003, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 66 კგ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2002, გუნდური; ბაზელი, შვეიცარია), ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ( 2001 , პარიზი, საფრანგეთი; 2003, დიუსელდორფი, გერმანია, 66 კგ), მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული (2000, 2003, თბილისი, 66კგ), სამგზის მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი ( 2002, თბილისი, 2004, პარიზი, საფრანგეთი, 66 კგ; 2006, პარიზი, საფრანგეთი 73 კგ), ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები, 1998 ; ბუქარესტი, რუმინეთი, 60 კგ). ამასთან ერთად იგი არის შეიარაღებული ძალების II მსოფლიო თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1999, ზაგრები, ხორვატია, 66კგ) და 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა III ადგილისთვის შეხვედრაში).

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძიუდო
 
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2003 -66 კგ  
ძიუდო
 
ბაზელი, შვეიცარია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2002 -66 კგ  
ძიუდო
 
დიუსელდორფი, გერმანია
ევროპის ჩემპიონატი 2003 -66 კგ  
ძიუდო
 
პარიზი, საფრანგეთი
ევროპის ჩემპიონატი 2001 -66 კგ  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება