დავით კოვზირიძე (პოლიტიკოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით კოვზირიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

დავით კოვზირიძე (დ. 1 იანვარი, 1950, ზესტაფონი — გ. 14 ოქტომბერი, 2004) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

დავით კოვზირიძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1950
დაბადების ადგილი ზესტაფონი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 14 ოქტომბერი, 2004 (54 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1974 წელს იყო ზესტაფონის ქარხანა „საქკაბელის“ იურისკონსულტი. 1974-1975 წლებში იყო არგვეთის მეურნეობაში იურისკონსულტი. 1975 - 1976 წლებში იყო ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის, სოფლის მეურნეობის სამმართველოს იურისკონსულტი. 1976-1977 წლებში იყო ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის იურისკონსულტი. 1977-1979 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1979 - 1981 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის მეთოდისტი. 1981-1984 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის უფროსი კონსულტანტი. 1984 -1991 წლებში იყო ვანის რაიონის მოსამართლე. 1991 - 1992 წლებში იყო ზესტაფონის რაიონის მოსამართლე. 1992 წელს იყო ზესტაფონის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს დემოკრატიული პარტია“. 1998-1999 წლებში იყო ზესტაფონის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება