დავით კვირკველია
დავით კვირკველია (დ. 27 ივნისი, 1980, ლანჩხუთი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ მარცხენა მცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით კვირკველია | ||
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1980 | ||
დაბადების ადგილი | ლანჩხუთი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სამტრედია | ||
ნომერი | 16 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999-2002 | კოლხეთი ფოთი | 61 | (7) |
2002-2004 | დინამო თბილისი | 63 | (7) |
2005 | ალანია ვლადიკავკაზი | 14 | (0) |
2006-2007 | მეტალურგი ზაპოროჟიე | 53 | (6) |
2008-2010 | რუბინი ყაზანი | 31 | (3) |
2010-2011 | → ანჟი მაჰაჩყალა | 13 | (0) |
2011-2012 | პანიონიოსი | 13 | (0) |
2012 | ანორთოსისი ფამაგუსტა | 11 | (2) |
2012-2013 | დილა გორი | 29 | (2) |
2013-2014 | დინამო თბილისი | 27 | (2) |
2014- | სამტრედია | 5 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2001 | საქართველო 21 წლ. | 1 | (0) |
2003- | საქართველო | 58 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2014 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებადავით კვირკველიამ პროფესიული საფეხბურთო კარიერა 1999 წელს ფოთის „კოლხეთში“ დაიწყო. ამ გუნდში ნაჩვენები მაღალი ხარისხის გამო მისი გადაბირება თბილისის „დინამომ“ მოახერხა. „დინამოში“ მის მოსვლას ხორვატი მწვრთნელის, ივო შუშაკის მისვლა დაემთხვა. ამ მწვრთნელთან ერთად დინამომ უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალში ითამაშა. ერთი წლის შემდეგ დათომ დინამოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ხოლო კიდევ 1 წლის შემდეგ, 2004 წელს — დსთ-ის თასი მოიგო და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. სწორედ მისი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ასე გატარებული საუკეთესო წლების შემდეგ კვირკველია რუსეთში, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მომდევნო სეზონში უკრაინის საფეხბურთო კლუბ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადაბარგდა. დათომ ჩინებული სეზონი ჩაატარა ამ გუნდში და 2008 წელს მისით ყაზანის „რუბინი“ დაინტერესდა. აქ მან კარიერის უდიდეს გამარჯვებას, რუსეთის პრემიერლიგის მოგებას მიაღწია და 2009-10 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. 2010 წლიდან ის საბერძნეთის „პანიონიოსის“ შემადგენლობაში თამაშობდა. შემდეგ თამაშობდა „ანორთოსისში“, ბოლოს კი ადგილი დაიკავა გორის „დილას“ ძირითად შემადგენლობაში. 2013 წლიდან ივნისში თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა. 2014 წლის ივლისში, ევროთასებზე „დინამოს“ ცუდი გამოსვლის შემდეგ „დინამომ“ ფეხბურთელთა დიდ ნაწილს კონტრაქტი გაუწყვიტა, მათ შორის იყო დავით კვირკველიაც. ამავე წლის აგვისტოდან იგი „სამტრედიის“ ღირსებას იცავს.
სანაკრებო
რედაქტირებადავით კვირკველიას სანაკრებო დებიუტი 2003 წელს, ევრო 2004 ის შესარჩევ ციკლში შედგა შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან. ამის შემდეგ კივირკველიას სისტემატურად იძახებდნენ ქვეყნის პირველ გუნდში, განსაკუთრებით 2004 წელს, როცა უეფას თასზე ასპარეზობდა. თუმცა იყო ჩავარდნის პერიოდი, რომელიც კლუბში უთამაშებლობით იყო განპირობებული. ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადასვლის შემდეგ დათო კვირკველიამ ჩვეული ფორმა აღიდგინა, მეტი სიმწვავე შესძინა ეროვნული ნაკრების თამაშს.
ტიტულები
რედაქტირება- „დინამო“ თბილისი:
- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (2): 2002/2003, 2013/2014
- საქართველოს თასის გამარჯვებული (3): 2002/2003, 20003/2004, 2013/2014.
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (2): 2012/2013, 2013/2014
- „დილა“ გორი:
- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი (2): 2012/2013
- „რუბინი“ ყაზანი:
- რუსეთის პრემიერ ლიგა ჩემპიონი (2): 2008, 2009
- რუსეთის თასის ფინალისტი (1): 2008/2009
- რუსეთის სუპერთასის გამარჯვებული (1): 2010
- რუსეთის სუპერთასის ფინალისტი (1): 2009
- „მეტალურგი“ ზაპოროჟიე:
- უკრაინის თასის ფინალისტი (1): 2005/2006