დავით ინჯია
დავით ინჯია (დ. 5 აპრილი, 1952, სოფელი ნალეფსავო, გეგეჭკორის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
დავით ინჯია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1952 |
დაბადების ადგილი | ნალეფსავო, გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი. საქართველოს ხე-ტყისა და ხის გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საწარმოს ინჟინერ-მექანიკოსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ინსპექტორი. ახმეტის რაიგანყოფილების უფროსი, მე-6 სამმართველოს ოპერრწმუნებული, მარტვილის რაიგანყოფილების უფროსი. საფელდიეგერი სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით ინჯია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით ინჯია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- დავით ინჯია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა)