დავით თორაძის ქუჩა
დავით თორაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); მისასვლელი მიხეილ ზანდუკელის ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1923 წლამდე იყო ევგენის ჩიხი, შემდეგ ძველი რევოლუციონერის დიმიტრი მირსკის სახელი დაერქვა. ასეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. ბოლოს მიხეილ ზანდუკელის ჩიხი დაერქვა. 1992 წელს დავით თორაძის სახელი ეწოდა.
დავით თორაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვერე |
წინა სახელები | ევგენის ჩიხი, დიმიტრი მირსკის ქუჩა, მიხეილ ზანდუკელის ჩიხი. |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 90, ISBN 978-99928-20-35-3.