დავით იაგორის ძე დოლიძე (დ. 3 თებერვალი, 1908, სოფ. ბუკნარი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 9 სექტემბერი, 1960, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, საქართველოში ჰიდროაერომექანიკის დარგის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1928). 1934–1938 წლებში იყო თბილისის სატყეო ინსტიტუტის, ხოლო 1939–1947 წლებში — საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე, 1941–1945 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, 1947–1954 წლებში — თსუ-ის პრორექტორი სასწავლო ნაწილში, 1949–1954 წლებში — ტექნიკის მექანიკის კათედრის გამგე, 1954–1960 წლებში — ჰიდროაერომექანიკის კათედრის გამგე. სწავლობდა ბლანტი სითხის არასტაციონარულ სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ეფექტური აგების, არსებობისა და ერთადერთობის საკითხებს. 1960 წელს სახელმძღვანელოს შედგენისათვის „ჰიდროაერომექანიკა“ მიენიჭა თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის პირველი პრემია.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დეფორმად სხეულთა მექანიკის შესავალი, თბ., 1951;
  • თეორიული მექანიკის მოკლე კურსი, თბ., 1956;
  • ჰიდროაერომექანიკა, თბ., 1960;
  • Некоторые вопросы нестационарного течения вязкой жидкости, Тб., 1960.

ლიტერატურა

რედაქტირება