დავით დგებუაძე

ქართველი ინჟინერი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დგებუაძე.

დავით დგებუაძე (დ. 22 მაისი, 1928, წითელხევი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი) — ქართველი და საბჭოთა ინჟინერი.

დავით დგებუაძე
დაბ. თარიღი 22 მაისი, 1928(1928-05-22) (96 წლის)
დაბ. ადგილი წითელხევი (ბაღდათის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტი.

1950–1957 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მინგეჩაურის წყალსაცავის მშენებლობაზე ოსტატად, უფროს ოსტატად, გეოდეზისტად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1957–1958 წლებში მუშაობდა გუმათის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უფროს ინჟინრად; 1958–1976 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №8 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო და მექანიზაციის სამმართველოების უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1976–1989 იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის მმართველი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა გაერთიანება „ჭიათურმანგანუმის“ უმნიშვნელოვანესი ობიექტების, ასევე, ქუთაისის საავტომობილო და ელექტრომექანიკური ქარხნების, მაუდის ფაბრიკების, ასევე, ქარხანა „ავანგარდისა“ და გაერთიანება „აისის“ მშენებლობას; მისი ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სოციალურ-კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი ქ. ჭიათურასა და ქ. ქუთაისში, ასევე, იმერეთის რეგიონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ. 193, თბ., 2017.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება