დავით და კონსტანტინეს მარტვილობა

დავით და კონსტანტინეს მარტვილობა“ — ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ძეგლი, რომელშიც აღწერილია არგვეთის მთავრების გმირობა და ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მათი მოწამებრივი აღსასრული მურვან ყრუს შემოსევის დროს. დავითისა და კონსტანტინეს ღვაწლი ადრევე აღუწერიათ, მაგრამ მათი წამების კიმენური ტექსტი დაკარგულია. ნაწარმოები მოღწეულია XII საუკუნეში უცნობი ავტორის მიერ გადამეტაფრასებული რედაქციით. XVIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვით ტექსტი პირველად გამოსცა მიხეილ საბინინმა (1882, კრებული „საქართველოს სამოთხე“); მეორედ — ს. 289 ყუბანეიშვილმა XIII ს. ხელნაწერის მიხედვით (ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია; ტ. 1, თბ., 1946).

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;