დავით გოქაძე
დავით გოქაძე (დ. 12 აპრილი, 1964, ზესტაფონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
დავით გოქაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 აპრილი, 1964 |
დაბადების ადგილი | ზესტაფონი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1981-1989 მუშაობდა საავიაციო გაერთიანებაში. 1989-1992 წლებში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, კერძოდ იყო კოოპერატივ „სინათლის“ თავმჯდომარე. 1992-1995 იყო მისი საქმეთა მმართველი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი.