დავით გვანცელაძე (დ. 28 მარტი, 1937, ბათუმი, — გ. 1 მაისი, 1984, თბილისი) — ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი, 70 კგ წონითი კატეგორია). ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი: (1964, ტოკიო),[1] მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1963, ჰელსინგბორგი), საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1963, მოსკოვი), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1960 (თბილისი), 1962 (ტალინი), 1964 (ლენინგრადი), 1965 (კაუნასი), 1966 (სვერდლოვსკი), ივან პოდდუბნის მემორიალის გამარჯვებული (1962, 1963, 1964), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (ჭაბუკები, 1954). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). 1971-72 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი.
დისციპლინა
|
ადგილმდებარეობა
|
წონითი კატეგორია
|
ტურნირი
|
ადგილი
|
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
|
ჰელსინბორგი, შვედეთი
|
-70 კგ
|
მსოფლიო ჩემპიონატი (1963)
|
02
|
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
|
ტოკიო, იაპონია
|
-70 კგ
|
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (1964)
|
03
|