დავით ბააზოვის ქუჩა
დავით ბააზოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი); კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩიდან ჰოვანეს თუმანიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ალიმ რიჟინაშვილის შესახვევი. შემდეგ იერუსალიმის შესახვევი ერქვა. თბილისის მთავარი რაბინის წინადადებით ქუჩას 1998 წელს დავით ბააზოვის სახელი ეწოდა.
დავით ბააზოვის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ქვემო უბანი |
წინა სახელები | ალიმ რიჟინაშვილის შესახვევი, იერუსალიმის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 27, ISBN 978-99928-20-35-3.