დავითი (ნემსაძე)
დავითი (გვარად ნემსაძე) (გ. 1696) — აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1673-1696 წლებში.
დავითმა აღადგინა ოდიშის სამთავროში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლესი საეკლესიო უფლებები, რომლის ხელყოფა ოდიშის მთავარმა ლევან III დადიანმა სცადა. 1675 წელს დავითმა ლევან III დადიანს კათოლიკოსის საქმეში ჩაურევლობის პირობა დაადებინაა. მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო მამულად ხობი, ხოლო სადგომად და საძვალედ — ხობის ღვთისმშობლის ეკლესია და ორი სასახლე. მისი კათოლიკოსობის პერიოდში აფხაზეთის სამთავროში გაძლიერდა ქრისტიანული მოსახლეობის შევიწროება, საკათოლიკოსო ყმების გაყიდვა. დავითმა აფხაზეთის მთავარს ყვაპუ შარვაშიძეს ფიცის წიგნი დაადებინა, რომ შეწყვეტდა საკათოლიკოსო ყმების შევიწროებას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 287.