ლეო დავითაშვილი
ლეო დავითაშვილი (დ. 25 მაისი, 1895, თბილისი — გ. 3 სექტემბერი, 1977) — ქართველი მეცნიერი, პალეობიოლოგ-ევოლუციონისტი, გეოლოგი.
ლეო დავითაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 მაისი (6 ივნისი), 1895 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 3 სექტემბერი, 1977 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | პალეონტოლოგი და გეოლოგი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, სტალინური პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი |
1925 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი.
მუშაობა დაიწყო მოსკოვის ნავთობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში. ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის ნავთობის ინსტიტუტში, სადაც 1930-1948 წლებში პალეონტოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1941 წელს იგი თბილისში გადმოსახლდა. აქ ის მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგედ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელად. 1950 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან მის მიერვე შექმნილ პალეო-ბიოლოგიის სექტორს, რომელიც 1958 წელს პალეობიოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა. ამ ინსტიტუტს, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
1936-1938 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეონტოლოგიური ლაბორატორიის ნამდვილი წევრი.
1944 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1975 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1965 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1949 — სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია; „ევოლუციური პალეონტოლოგიის ისტორია დარვინიდან დღემდე“
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- პალეონტოლოგიის მოკლე კურსი : დამხმ. სახელმძღვ. გეოლოგ. უმაღლ. სასწავლებლებისა და ფაკ-ტების სტუდენტებისათვის. - თბილისი, განათლება, 1985. - 315გვ.
- Вопросы методологии в изучении эволюции органического мира (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1968. - 216 с.
- Теория полового отбора (ავტორი). - Москва, изд-во АН СССР, 1961. - 534с.
- ჩარლზ დარვინის მოძღვრება და ორგანიზმების ისტორიული განვითარების კანონზომიერებანი (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა , 1959. - 44გვ.
- პალეონტოლოგია (ავტორი). - თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნ-ტის გამომც., 1938. - 490გვ.