დადივანქი
დადივანქი (სომხ. Դադիվանք), ან ხუთავანქი (სომხ. Խութավանք) — სომხური მონასტერი აზერბაიჯანში, მდებარეობს ქალბაჯარის რაიონში, მდინარე ტერტერის მარცხენა ნაპირზე. სამონასტრო კომპლექსი მიეკუთვნება IX-XIII საუკუნეებს. ისტორიულად ეს იყო დიდი კოვანკის რაიონის სასულიერო კომპლექსი. მას ასევე უწოდებენ ხუთავანქს, რადგან იგი აგებულია გორაკზე.
ისტორია და არქიტექტურა
რედაქტირებააღნიშნული მონასტერი დააარსა წმინდა დადიმ, თადეოს მოციქულის მოწაფემ, რომელმაც გაავრცელა ქრისტიანობა აღმოსავლეთ სომხეთში, ახ. წ. I საუკუნეში. ეს მონასტერი, ისტორიულ საბუთებში პირველად IX საუკუნეში მოიხსენიება. 2007 წლის ივნისში, მთავარი ეკლესიის წმინდა საკურთხევლის ქვეშ აღმოაჩინეს წმინდა დადის საფლავი. ზემო ხაჩენის მთავრები ასევე დაკრძალულნი არიან დედივანკში, ეკლესიის გალავნის ქვეშ. ნაპოვნია კიდევ ერთი სამარხი, რომელიც არ არის დამახასიათებელი სომხური ქრისტიანული ტრადიციებისა. მონასტერი 1145 წელს დაანგრიეს სელჯუკებმა, თუმცა იგი 1170 წელს აღადგინეს.
1960-იან წლებში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დააარსა სოფელი, რომლის მოსახლეობამ დააზიანა სამონასტრო კომპლექსის შენობები და ფრესკები.
მონასტერი ეკუთვნის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არცახის ეპარქიას. მთავარი ტაძრის კედლებზე რამდენიმე სომხური ეპიგრაფიკული წარწერაა. ტაძრის მხატვრობა დათარიღებულია XIII საუკუნით. პაოლო კუნეოს თქმით, დადივანქი არის ერთ-ერთი ორი მონასტერიდან განძასართან ერთად, სადაც გვხვდება ბიუსტები (შესაძლოა მონასტრის შემომწირველების)[1].
1994 წელს ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, მონასტერი ხელახლა გაიხსნა და 2004 წელს, სომეხ-ამერიკელი ბიზნესმენის, ედელე ჰოვნანიანის დაფინანსებით, დაიწყო განახლების პროცესი, რომელიც 2005 წელს დასრულდა.
2017 წლის აგვისტოში პირველად, იტალიელმა სპეციალისტებმა, ჩაუტარეს სარეაბილიტაციო სამუშაოები სამონასტრო კომპლექსს. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს მათ მიერ მონასტრის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები. მათ უკვე აღადგინეს ოთხი სამლოცველო და ფრესკები. დაგეგმილია ორნამენტების აღდგენა სამლოცველოების კარებთან ახლოს. აღდგენითი სამუშაოების დასრულება იგეგმება 2020 წლისათვის[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Dadivank Monastery
- Dadivank Gallery დაარქივებული 2020-11-11 საიტზე Wayback Machine.
- Recent Historical-Architectural Research on Dadivank დაარქივებული 2020-12-06 საიტზე Wayback Machine.
- Gandzasar.com: Pilgrimage and Tourism, Nagorno Karabakh Republic
- Dadivank Monastery at wikimapia.org
- Program about Dadi Monastery by Vem Radio დაარქივებული 2019-11-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Paolo Cuneo, Architettura Armena, Roma, 1988, pp. 450, 761, cited by. ALPAGHIAN: Raccolta di scritti in onore di Adriano Alpago Novello, Italy, 2005 [1]
- ↑ Italian specialists to arrive in Karabakh to continue Dadivank Monastery restoration. News.am (2 August 2017). ციტირების თარიღი: 12 November 2020