გუსალთის კოშკი
გუსალთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ნასოფლარ გუსალთის ცენტრალურ ნაწილში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (5.25x5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული (სიმაღლე 9.4 მ). სართულშუა გადახურვები, რომლებიც ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი, ჩამონგრეულა. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა, 2,75 მეტრ სიმაღლეზე. თაღი ნახევარწრიულია. კარის წირთხლებში მოწყობილია საურდულე ხვრელები. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი სათოფურია, ჩრდილოეთსა და დასავლეთში თითო. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში ორი სათოფურია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 454.