გურ-ემირი (უზბეკ. Go'ri Amir) — შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლია შუა აზიაში, თემურლენგისა და მისი ოჯახის, თემურიდების საგვარეულო მავზოლეუმი სამარყანდში, უზბეკეთი.

გურ-ემირი
უზბეკ. Go'ri Amir
კოორდინატები 39°38′55″N 66°58′07″E / 39.648611° ჩ. გ. 66.968611° ა. გ. / 39.648611; 66.968611
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
თარიღდება 1403-1404

თემურისა და მისი მემკვიდრეების საგვარეულო სამარხი აღმართეს 1404 წელს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მოზაიკა, რომელიც შესრულებულია ნათელი და მუქი ცისფერი მოჭიქული აგურით, ამშვენებს კედელსა და გუმბათის ყელს. მოზაიკის გეომეტრიული ფიგურები ნათელ ფერებშია წარმოდგენილი. 1420-იან წლებში, უღულ–ბეგის დროს მავზოლეუმი გააფართოეს.

ცენტრალური აზიის ხუროთმოძღვრების ეს შედევრი მთავარ ადგილს იკავებს ისლამური არქიტექტურის მსოფლიო ისტორიაში. თემურიდების განსასვენებელმა (ასე ეწოდება 2009 წლიდან) უდიდესი გავლენა იქონია მის შემდეგ აგებულ დიდი მოგოლების ეპოქის ისეთ მავზოლეუმებზე, როგორიცაა ჰუმაუნის აკლდამა დელიში და თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი აგრაში, რომლებიც ააშენეს თემურის მემკვიდრეებმა და რომელთა წარმომადგენლებიც ამ პერიოდისთვის მართავდნენ ჩრდილოეთ ინდოეთს.

ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა 1950-იან წლებში და 1967 წელს.

მშენებლობა

რედაქტირება
 
გურ-ემირი 1870 წლის ფოტოზე

მავზოლეუმის მშენებლობა დაიწყო 1403 წელს და დაკავშირებული იყო მუჰამედ სულთნის, ტახტის მემკვიდრისა და თემურლენგის საყვარელი შვილიშვილის მოულოდნელ გარდაცვალებასთან. მისი მშენებლობა დაასრულა თემურლენგის მეორე შვილიშვილმა ულუღ ბეგმა.

თემურლენგის მმართველობის პერიოდში მავზოლეუმი გახდა თემურიდების საგვარეულო აკლდამა. ამ არქიტექტურულ ანსამბლში მდებარეობს თავად თემურის და მისი შვილების შაჰრუჰისა და მირან-შაჰის, ასევე შვილიშვილების ულუღ ბეგისა და მუჰამედ სულთნის და თემურის მრჩევლის მირ საიდ ბარაკას საფლავები. მავზოლეუმში ასევე დაკრძალული არის აბუ საიდი თემურიდის შვილი და უზბეკეთის ულუსის მმართველის აბულხაირ-ხანი შვილიშვილი გოგოს, ხან-ხადე ბეგიმის მხრიდან - სულთანი მუჰამადი[1].

მავზოლეუმი ააშენეს შუა საუკუნეების ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ულუღ ბეგის მმართველობის პერიოდში თემურლენგის საფლავზე დადგეს ლეგენდარული ნეფრიტის საფლავის ქვა.

რესტავრაცია

რედაქტირება

1916 წელს გადააკეთეს აკლდამა და ხელახლა გაუკეთეს ქვის იატაკი.

1950 წელს გარემონტეს გუმბათი და მოჭიქულობა.

1967 წელს დაიწყო მასშატაბური სარესტავრაციო სამუშაოები კომპლექსის აღსადგენად.

1996 წელს თემურლენგის დაბადებიდან 660 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფოტოებისა და ნახაზების დახმარებით აღადგინეს XIX საუკუნეში აგებული ორი მინარეთი.

ლეგენდები

რედაქტირება

1740 წელს სპარსელმა მხედართმთავარმა ნადირ-შაჰმა ტემურლენგის ნეფრიტის საფლავი წაიღო და საკუთარი ტახტის წინ დადო როგორც საფეხური. ამ მომენტიდან ნადირ-შაჰს თავს წარუმატებლობები დაატყდა. მრჩევლები ურჩევდნენ სასწრაფოდ დაებრუნებინა ქვა მავზოლეუმში.

1941 წელს საბჭოთა არქეოლოგებმა გახსნეს საფლავი დაარღვიეს ქვის მყუდროება და მეორე დღეს დიდი სამამულო ომი დაიწყო[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • В. А. Нильсен. У истоков современного градостроительства Узбекистана (XIX — начало XX веков). Ташкент: Издательство литературы и искусства имени Гафура Гуляма,1988.-208 с., ISBN 5-635-00009-6
  • П.Захидов. Архитектурное созвездие эпохи Темура. Ташкент: Главная редакция издательско-полиграфического концерна «Шарк»,1996.—192 с., 85.113(2)1+63.3(5У)
  • Dietrich Brandenburg: Samarkand. Studien zur islamischen Baukunst in Uzbekistan (Zentralasien), Berlin: Hessling, 1972; ISBN 3-7769-0108-X
  • Ernst Cohn-Wiener: Turan. Islamische Baukunst in Mittelasien, Berlin: Wasmuth, 1930
  • John D. Hoag: Islamische Architektur, Stuttgart: Belser, 1976; ISBN 3-7630-1704-6
  • John D. Hoag: Islam, Stuttgart: DVA, 1986; ISBN 3-421-02855-9
  • Alfred Renz: Geschichte und Stätten des Islam von Spanien bis Indien, München: Prestel-Verlag, 1977 ISBN 3-7913-0360-0
  • Mortimer Wheeler (Hrsg.): Prachtbauten des Ostens. Tempel, Grabstätten und Festungen Asiens', Frankfurt/Main: Ariel, 1965
  • Werner Speiser: Baukunst des Ostens, Essen: Burkhard-Verlag Ernst Heyer, 1964
  • Klaus Pander: Zentralasien, Ostfildern: Dumont, 2005; ISBN 3-7701-3680-2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Лебедева Т.И., О неисследованных погребениях Гури Амир //Археология, история и культура Средней Азии. Ташкент, 2002, с.68
  2. В Екатеринбурге представили фрагмент мраморной плиты из мавзолея Тамерлана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-02. ციტირების თარიღი: 2017-11-26.