მუჰამად თარაღაი ულუღ ბეგი (დ. 22 მარტი, 1394 — გ. 27 ოქტომბერი, 1449) — უზბეკი ასტრონომი და მათემატიკოსი. თემურლენგის შვილიშვილი. 1409 წელს სამარყანდის მმართველი გახდა, 1447 წელს კი, მამის — შაჰრუჰის - გარდაცვალების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა თემურიდების დინასტიას.

ადრეული ასაკიდან დაინტერესდა მეცნიერებით, პოეზიით, ისტორიითა და სხვ., განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა ასტრონომიისადმი. შემოიკრიბა იმდროინდელი გამოჩენილი მეცნიერები და სამარყანდის ახლოს ააგო ობსერვატორია, რომლის ბადალი მთელ მსოფლიოში არ იყო დიდი ხნის მანძილზე. მუსულმანმა სასულიერო პირებმა და ფეოდალებმა მას მწვალებლობა დააბრალეს, მუხანათურად მოკლეს, ობსერვატორია კი დაანგრიეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება