გურამ ქუთათელაძე
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე (დ. 29 მარტი, 1924, თბილისი ― გ. 29 ნოემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
გურამ ქუთათელაძე | |
---|---|
ფაილი:Guram Khita Kutateladze.jpg | |
დაიბადა | 29 მარტი, 1924 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 29 ნოემბერი, 1979 (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | ფერწერა |
მომზადება |
მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემია |
ცნობილი ნამუშევრები | ქართლის პეიზაჟები, გურია, შემოდგომა, ფიროსმანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით კაკაბაძე, ხოლო 1946 წელს კვლავ ბრუნდება მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტში, მისი მასწავლებელი ალექსანდრე ოსმიორკინი მოსკოველ ფერმწერთა გაერთიანების ბუბნოვი ვალეტის წევრი იყო. ამ მოძრაობის წევრებს სეზანისტებსაც ეძახდნენ.[1]
შემოქმედება
რედაქტირებაგურამ (ხიტა) ქუთათელაძის მდიდარ და მრავალფეროვან შემოქმედებაში მთავარ თემას პეიზაჟი წარმოადგენდა. მან ჩამოაყალიბა პეიზაჟისა და ლანდშაფტის საკუთარი ხედვა და კონცეფცია.[2][3]
ნამუშევრების არქივები
რედაქტირება- საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
- საქართველოს საპატრიარქოს კოლექცია;
- აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი;
- პუშკინის მუზეუმი (მოსკოვი);
- „ლუდვიგის“ მუზეუმი, ქ. კელნი, გერმანია.
ასევე კერძო კოლექციებში - კ. გლეიზერის კოლექცია, ბობ და მერიონ როტშილდების კოლექცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 548.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლეჟავა, სამსონ (2016) "გურამ ქუთათელაძე". გვ.17–49. თბ. ISBN 978-9941-0-8580-2
- ↑ ლეჟავა, სამსონ (2016) "გურამ ქუთათელაძე". გვ.17–49. თბ. ISBN 978-9941-0-8580-2
- ↑ ანდრიაძე, დავით (2011) "ხიტა ქუთათელაძე". გვ.7-46. თბ. ISBN 978-9941-0-3189-2