გურამ კანკავა (დ. 10 ნოემბერი, 1928, თბილისი — გ. ნოემბერი, 1992, იქვე[1]) — ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი.

გურამ კანკავა
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1928
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი ნოემბერი, 1992
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებს 1955 წლიდან. 1953-1959 წლებში იყო საქართველოს განათლების მუზეუმის მუშაკი, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“, გამომცემლობა „საქმედგამის“ რედაქტორი. 1959 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 518.