გურამ ებანოიძე (დ. 18 სექტემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო-საწარმოთა მშენებლობის სპეციელობით.

1958-1960 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ ინჟინრად. 1960-1964 წლებსი სამშენებლო ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ მექანიზებულ სამუშაოთა სამმართველოში, „ენგურჰესის“ მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად. 1964-1976 წლებში საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტ „საქკომუნრემმშენში“ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად. 1976-1977 წლებში იყო საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტის“ პროექტის მთავარი ინჟინერი, საწარმოო-საგეგმო განყოფილების უფროსი. 1977-1983 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობის ინჟინერი. 1983-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ადგილობრივი კურორტების სამმართველოში უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში. 1990-1995 წლებში ასოციაცია „იბერიაში“ სამშენებლო ფირმის დირექტორად. 1995-2000 წლებში კონცერნ „აი-სი-ტი ინტერნეიშნლ გრუპ“-ის საქართველოს წარმომადგენლობაში უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის (ამჟამად სახელმწიფო კანცელარია) ადმინისტრაციული შენობა, თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზის კომპლექსი დიღომში, ქალაქი თბილისის, ქუთაისის, თელავის სასტუმროების შენობები, წყალსადენ-კანალიზაციის მაგისტრალური ქსელები იმერეთისა და კახეთის რეგიონებში და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 209

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება