გურამ ბერიშვილი
გურამ ბერიშვილი (დ. 20 ნოემბერი, 1933, თბილისი — გ. 4 ოქტომბერი, 2020)[1] — ქართველი მათემატიკოსი და პოლიტიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
გურამ ბერიშვილი | |
---|---|
სომხ. გურამ ბერიშვილი | |
დაბ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1933 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდ. თარიღი | 4 ოქტომბერი, 2020 (86 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | მათემატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
სამეცნიერო სფერო | მათემატიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგურამ ბერიშვილი დაიბადა 1933 წლის 20 ნოემბერი, თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1962 წელს — ასპირანტურა.
სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა 1962 წლიდან. იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი 1992 წელს. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „სოციალისტური პარტია“. 1996-2000 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციის განყოფილების გამგე. საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორი, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, სამეცნიერო შრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი — გვ. 91, თბ.-2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართველი მეცნიერი, მათემატიკოსი გურამ ბერიშვილი გარდაიცვალა. ipress.ge (2020-10-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-09. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2020.