გურამ ასათიანის ქუჩა

გურამ ასათიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); კისისხევის ქუჩიდან გურამ ასათიანის II შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს, თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ფარკოფელის შესახვევი, 20-იან წლებში ქუჩა გახდა. 1958 წელს — ივანე სტურუას, 2003 წელს გურამ ასათიანის სახელი ეწოდა, აქვს 2 შესახვევი (I შესახვევი — ყოფილი ფარკოფელის შესახვევი). თბილისის 1934 წლის გეგმაზე ქუჩის მონაკვეთი, გურამ ასათიანის I შესახვევიდან II შესახვევამდე, დატანილია როგორც ფარკოფელის გასასვლელი.

გურამ ასათიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
წინა სახელები ფარკოფელის შესახვევი, ივანე სტურუას ქუჩა

გურამ ასათიანის I შესახვევი

რედაქტირება

გურამ ასათიანის I შესახვევი — შესახვევი ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი). მიხეილ მესხის ქუჩიდან ძმობის ჩიხამდე.

გურამ ასათიანის II შესახვევი

რედაქტირება

გურამ ასათიანის II შესახვევი — შესახვევი ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი). მიხეილ მესხის ქუჩიდან ომარკელაპტრიშვილის შესახვევამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება