მერბაბუ
მერბაბუ (ინდონ. Gunung Merbabu) — მიძინებული სტრატოვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ცენტრალური იავის პროვიციაში. სახელი მერბაბუ იავური ენიდან ითარგმნება როგორც „ფერფლის მთა“.
მერბაბუ | |
---|---|
მერბაბუ | |
კოორდინატები: 7°27′18″ ს. გ. 110°26′24″ ა. გ. / 7.45500° ს. გ. 110.44000° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
სიმაღლე | 3145[1] მ |
ტიპი | მიძინებული სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1797 წ. |
მთის გვერდით, სამხრეთ–აღმოსავლეთის მხრიდან მდებარეობს აქტიური ვულკანი მერაპი, მათ ძირში კი გაშენებულია ქალაქი სალატიგა. მთებს შორის აღმართულია 1 500 მეტრის სიმაღლის უნაგირა.[2]
მერბაბუს ორი მწვერვალი აქვს — სირაფი (3 119 მ) და კენტენგ–სონგო (3 145 მ).
საშუალო სიდიდის ორი მაოფრქვევა დაფიქსირდა 1560 და 1797 წლებში. 1797 წლის მოვლენა ვულკანის ფეთქებადობის ინდექსით 2 ბალით შეფასდა.[3] დაუდასტურებელი ამოფრქვევა სავარაუდოდ დაფისქირდა 1570 წელსაც.[4]
მთაზე ასვლა შესაძლებელია რამდენიმე გზით, ძირითადად ჩრდილო–აღმოსავლეთ და სამხრეთი კალთებიდან.
მთის მიმდებარე 57 კმ² ტერიტორია 2004 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Mountains of the Indonesian Archipelago" Peaklist.org. Retrieved 2012-06-23.
- ↑ Global Volcanism Program | Merbabu | Summary დაარქივებული 2008-06-23 საიტზე Wayback Machine. . Volcano.si.edu. Retrieved on 2010-11-05.
- ↑ Global Volcanism Program | Merbabu | Eruptive History დაარქივებული 2020-11-14 საიტზე Wayback Machine. . Volcano.si.edu. Retrieved on 2010-11-05.
- ↑ Simkin, T., and Siebert, L., 1994, Volcanoes of the World: Geoscience Press, Tucson, Arizona, 349 p.
- ↑ Lestari Hutan Indonesia დაარქივებული 2010-04-20 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 26 February 2010.