გუმბათი (მთა)
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
გუმბათი — მთა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ერუშეთის ქედზე, მდინარე ინჯისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2964 მ.
გუმბათი | |
---|---|
კოორდინატები: 41°23′03″ ჩ. გ. 43°03′36″ ა. გ. / 41.38417° ჩ. გ. 43.06000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2964 მ |
ქედი | ერუშეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-ბაზალტი და დაციტი |
ასაკი | ზედაპლიოცენი |
აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. აქვს გუმბათის ფორმა, შემორჩენილია გამყინვარების კვალი, აქა-იქ კარკალი. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 201–202.