გულჩინა დადიანი
გულჩინა დადიანი (დ. 28 თებერვალი, 1932 — გ. 23 დეკემბერი, 2005) — ქართველი ფიზიკოსი და კინომსახიობი.
გულჩინა დადიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 თებერვალი, 1932 |
გარდაცვალების თარიღი | 23 დეკემბერი, 2005 (73 წლის) |
საქმიანობა | ფიზიკოსი, მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის კოსმიური სხივების ლაბორატორიაში.
ქართულ კინოში შექმნა კოლორიტურული სახასიათო სახეები. მათ შორის აღსანიშნავია ფილმები: „პირველი მერცხალი“ (ნ. მჭედლიძე, 1975, ფაცია), „ღვინის ქურდები“ (ვ. კვაჭაძე, 1975, მაკრინე), „სოფლის აშაკი“ (რ. ჭარხალაშვილი, 1976) და სხვა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1975 — პირველი მერცხალი
- 1975 — ღვინის ქურდები
- 1976 — სოფლის აშიკი
- 1977 — ფედია
- 1978 — ყვარყვარე
- 1978 — ბათა ქექია
- 1982 — არაჩვეულებრივი რეისი
- 1984 — აქედანა და შენამდე
- 1985 — ბატონი ავანტიურისტები
- 1986 — მოდი, ვილაპარაკოთ
- 1987 — ჩემი ბოშები
- 1989 — მაისის თოვლი
- 1999 — მარტოობის ორდენის კავალერი
- 2004 — სკამი