ღვინის ქურდები
ღვინის ქურდები — 1975 წლის მოკლემეტრაჟიანი ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია ვალერიან კვაჭაძე. ფილმი გადაღებულია შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით.
„ღვინის ქურდები“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ვალერიან კვაჭაძე |
სცენარის ავტორი | ელგუჯა ჟღენტი |
კომპოზიტორი | დავით თორაძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ ნიკონოვი |
ოპერატორი | ნუგზარ რუხაძე |
მონტაჟი | ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი |
მხატვარი | კახი ხუციშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1975 |
ხანგრძლივობა | 35 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
შეძლებული გლეხის, ელიბოს სანაქებო ღვინო მწყემსებს ძლიერ მონატრებიათ, მის მარანში შეპარულან, ჭურის თავზე კარგი ქეიფი გაუმართავთ და ზედ სიმღერაც დაუყოლებიათ. განრისხებული მასპინძელი თავზე წამოდგომიათ, მაგრამ ქართულ სტუმართმოყვარეობას თავისი გაუტანია ელიბოს გული მოლბობია და მრავალჟამიერი მათთან ერთად დაუგუგუნებია.[1]
როლებში
რედაქტირება- კარლო საკანდელიძე (ზაქრო)
- გივი ბერიკაშვილი (ფირუზა)
- კახი კავსაძე (ელიბო)
- გულჩინა დადიანი (მაკრინე)
- დავით ვაშაკიძე (სანდალა)
- ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (თედო)