გულნარა ტაბიძე

ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გულნარა ტაბიძე (დ. 15 აგვისტო, 1936, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000).

გულნარა ტაბიძე
დაბ. თარიღი 1936
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ექიმი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1960-1968 წლებში იყო ბორჯომის საბაზო სანატორიუმ „ლიკანის“ ექიმი-ორდინატორი. 1968-1970 წლებში — კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1970-1975 წლებში — ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975-1988 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988 წლიდან — წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996 წლიდან — ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და კარდიოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: „ჰიპერტონული გული“ სტაბილური და ავთვისებიანი მიმდინარეობის არტერიული ჰიპერტონიის დროს (თბილისი, 1992). ეკუთვნის 3 მეთოდური რეკომენდაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: „ჯილდო პრევენციული მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, „Woman of the Year. The American Biographical Institute“ (2005), თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯილდო „ღვაწლმოსილი მკურნალი-გულნარა ტაბიძე“ კარდიოლოგი (2017).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კვატერონის, განგლენორის, პექსონის, დიმეკოლინის შედარებითი კლინიკური ეფექტურობა კუჭის და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს“, დაიცვა 1970 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ულის მარცხენა პარკუჭის სტრუქტურული ცვლილებები, ფუნქციური მდგომარეობა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ჰიპერტონიული დაავადების დროს“, დაიცვა 1995 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოსტიკა და მართვა: გაიდლაინი/პროტოკოლი, თბილისი, 2013, გვ. 54

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 258
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 367

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გულნარა_ტაბიძე“-დან