გულბა
გულბა — მწვერვალი სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, გულისა და ჭალაათის მყინვარების გამყოფზე, უშბის მწვერვალების სამხრეთ-აღმოსავლეთით, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3810 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 192.