გუდეთი

ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

გუდეთი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ლიხის ქედის სამხრეთ კალთაზე. მისი ზუსტი ლოკალიზაცია ან გაიგივება რომელიმე დასახლებულ პუნქტთან, ჯერჯერობით არ ხერხდება.

ვახუშტი ბატონიშვილს გუდეთი მის მიერ შედგენილ რუკაზე დატანილი აქვს სოფლების ტეზრისა და ბეღლეთს შორის.

გუდეთი სააბაშიოში შედიოდა და ქვიშხეთელ აბაშიძეებს ეკუთვნოდა. იგივე სოფელი გვხვდება იოანე ბატონიშვილთანაც, თუმცა, ამ დროს აქ მოსახლეობა არ ჩანს. ამრიგად, XVIII საუკუნის 90-იან წლებში, როცა იოანე ბატონიშვილმა აღწერა ქართლ-კახეთის სოფლები, გუდეთი არსებობდა ნასოფლარის სახით. სავარაუდოდ, სოფელი მოიშალა ლეკიანობის შედეგად. XIX საუკუნეში ასეთი სახელწოდების სოფელი აღარ გვხვდება, ან შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ იგი დღეს რომელიმე სოფლის (ტეზერი, სავანისუბანი, რუსაანთუბანი, ბეღლეთი და სხვა) უბანს წარმოადგენს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 14, 8 აპრილი, 2019, გვ., 5