გუდაურული მემინდვრია

(გადამისამართდა გვერდიდან გუდაურის მემინდვრია)

გუდაურული მემინდვრია (ლათ. Chionomys gud) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია კავკასიაში, თურქეთში, ბინადრობს ტყის ზედა ზონაში, ალპურ და სუბალპურ მდელოებზე, კლდოვან და ქვანაყარ ადგილებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზ. დ. 2500 მ-მდე. მისი სხეულის სიგრძე 10–15 სმ აღწევს. კუდი სხეულის ნახევარია. იკვებება მცენარეულობით. ზამთრის მარაგს (თივას) სოროში ინახავს. საქართველოში რამდენიმე ქვესახეობაა და გავრცელებულია ქვეყნის აღმოსავლეთის სუბალპებში და ალპებში, რიონისა და ყვირილის სათავეთა ხეობებში, თიანეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება