გუატოპოს ეროვნული პარკი
გუატოპო (ესპ. Parque Nacional Guatopo) — ეროვნული პარკი ვენესუელაში, მირანდასა და გუარიკოს შტატებს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება კორდილიერა-დე-ლა-კოსტას შუა ნაწილი და ქარიანი დაბლობი, სამხრეთით ლიანოსის მთისწინები, აღმოსავლეთით — სერნაია-დელ-ინტერიორის მთის მასივი, ხოლო დასავლეთით — იგივე მასივი და ტუის ხეობა.
გუატოპოს ეროვნული პარკი
Parque Nacional Guatopo | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ვენესუელა |
ფართობი | 122 464 ჰა |
დაარსდა | 1958 |
მმართველი ორგანო | ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი |
პარკის ფართობი 122,464 ჰექტარია. დაფარულია ციცაბო ფერდობებით, რომელთა შორის უმაღლესია სერო-ასული (1 430 მ), მიმდებარე არეალების სიმაღლე კი 200—600 მეტრს შორის მერყეობს.
გუატოპო მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მის ტერიტორიაზე დომინირებს მარადმწვანე ტყეები, დიდი სიმაღლე ზღვის დონიდან და სიმჭიდროვე. პარკის ველურ ბუნებაში გავრცელებულია საფრთხის ქვეშ მყოფი იაგუარი, ტაპირი, მტაცებელი არწივი მაიმუნი და ჩანთოსნები.
პარკში ასევე წარმოდგენილია კორდილიერა-დე-ლა-კოსტას ზოგიერთი ენდემი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Parque Nacional Guatopo en Parks Watch დაარქივებული 2010-12-21 საიტზე Wayback Machine.
- Estación Biológica Dr. Alberto Fernández Yepez დაარქივებული 2009-05-15 საიტზე Wayback Machine.