გუარანის ომი
გუარანის ომი | |||
---|---|---|---|
მნიშვნელოვანი რედუქციების განლაგების ადგილები | |||
თარიღი | 1756 წლის თებერვალი | ||
მდებარეობა | სამხრეთი ამერიკა | ||
შედეგი | მოკავშირეთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
გუარანის ომი ვიკისაწყობში |
გუარანის ომი 1756 წელს, აგრეთვე ცნობილი როგორც შვიდი რედუქციის ომი — მიმდინარეობდა შვიდი იეზუიტური რედუქციის გუარანის ტომებსა და გაერთიანებულ ესპანურ-პორტუგალიურ ძალებს შორის. ამის მიზეზი იყო 1750 წლის მადრიდის ხელშეკრულება, რომელმაც სამხრეთ ამერიკაში ესპანურ-პორტუგალიურ კოლონიურ ტერიტორიებს შორის სადემარკაციო ხაზი გაავლო.
ორ ერს შორის საზღვარი მდინარე ურუგვაიზე გადიოდა, მდინარის აღმოსავლეთ ნაწილიდან მიწებს პორტუგალიელები ფლობდნენ. ამ ნაწილში განლაგებული შვიდი იეზუიტური მისია, რომლებსაც აღმოსავლეთის მისიებს უწოდებდნენ, დაიშალა და მდინარის დასავლეთ ნაპირზე, ესპანურ ნაწილში გადავიდა.
1754 წელს იეზუიტებმა მისიებზე კონტროლი დაკარგეს, მაგრამ გუარანის ხალხმა სეპე ტიარახუს ხელმძღვანელობით ადგილის შეცვლის შესახებ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. 1754 წელს, ესპანეთის არმიამ გუარანები წარუმატებელი მისიებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. 1756 წელს, ესპანელი და პორტუგალიელი ჯარისკაცების გაერთიანებული 3 000 კაციანი რაზმი დასახლებას თავს დაესხა. დაიღუპა 1 511 გუარანი, ევროპელთა მხარეს კი მხოლოდ 3 ადამიანი. ბრძოლის შემდეგ, გაერთიანებულმა ესპანურ-პორტუგალიურმა არმიამ შვიდი მისია დაიკავა.
საბოლოოდ, ესპანეთმა და პორტუგალიამ 1750 წლის ხელშეკრულება 1761 წელს ელ-პარდოს ხელშეკრულებით ჩაანაცვლეს, რომლის მიხედვითაც, შვიდი მისია და მისი შემოგარენი ესპანეთის კონტროლის ქვეშ შედიოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- History of the Guarani დაარქივებული 2013-10-14 საიტზე Wayback Machine.
- The Madrid Treaty — 1750 დაარქივებული 2007-06-12 საიტზე Wayback Machine.