გუანახაი (ესპ. Guanajay) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ კუბაში, არტემისის პროვინციაში. ქალაქი დაარსდა 1781 წელს. მუნიციპალიტეტის ფართობი უდრის 113 კმ²-ს.[2] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 28.429 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 251.6 ადამიანი კმ²-ზე.[3]

ქალაქი
გუანახაი
Guanajay
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია არტემისა
კოორდინატები 22°55′50″ ჩ. გ. 82°41′17″ დ. გ. / 22.93056° ჩ. გ. 82.68806° დ. გ. / 22.93056; -82.68806
დაარსდა 1781
ფართობი 113 კმ²
ცენტრის სიმაღლე 110 მეტრი
მოსახლეობა 28.429 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 251.6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 49[1]
გუანახაი — კუბა
გუანახაი

ქალაქი გუანახაი განლაგებულია ბორცვიან ტერიტორიაზე. დამახასიათებელია რბილი კლიმატი. როდესაც კუნძულს ესპანელები ფლობდნენ იმ დროს გუანახაი იყო გადაჯდომის ბაზა კუნძულზე მოსული ესპანელი მეომრებისათვის. მოგვიანებით ქალაქმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც საკურორტო ზონამ. კუბის რევოლუციამდე იყო პინარ-დელ-რიოს პროვინციის ნაწილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება