გუანააკაბიბესის ნახევარკუნძული

გუანააკაბიბესის ნახევარკუნძული (ესპ. Península de Guanahacabibes) — ნახევარკუნძული კუბის დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს პინარ-დელ-რიოს პროვინციაში. ნახევარკუნძულზე მდებარეობს კუბის უკიდურესი დასავლეთი წერტილი — სან-ანტონიოს კონცხი. 1987 წლიდან ნახევარკუნძულზე მდებარე გუანააკაბიბესის ეროვნული პარკი იუნესკომ გამოაცხადა ბიოსფერულ ნაკრძალად.

გუანააკაბიბესის ნახევარკუნძული — კუბა
გუანააკაბიბესის ნახევარკუნძული
გუანააკაბიბესის ნახევარკუნძული (კუბა).

სანაპირო წყლებში გვხვდება ლანგუსტი და ქორჭილა. ჩრდილოეთით გახსნილა მექსიკის ყურისკენ, რაც განაპირობებს გუანააკაბიბესის რაიონში ძლიერი ქარიშხლების არსებობას. 2004-2005 წწ. გუანააკაბიბესის ნახევარკუნძულთან დაფიქსირდა არაერთი ძლიერი ქარიშხალი.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Radio Guama. Guanahacabibes, Voluntad vs huracanes. ციტირების თარიღი: 2007-10-10.[მკვდარი ბმული]