გუაინიის დეპარტამენტი

გუაინია (ესპ. Departamento de Guainía) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ესაზღვრება ვენესუელასა და ბრაზილიას. დედაქალაქია ინირიდა. 1963 წელს გუაინია ვაუპესის დეპარტამენტს გამოეყო. ჩრდილოეთი ნაწილი და მდინარე ინირიდა ორინოკოს აუზს მიეკუთვნება, დარჩენილი ნაწილი კი ამაზონის. დეპარტამენტის ტერიტორიაზე სახლობს 24 ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც გარდა ესპანურისა და პორტუგალიურისა ოთხ ინდიურ ენაზე საუბრობენ.

დეპარტამენტი
გუაინიის დეპარტამენტი
Departamento de Guainía
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი Inírida
კოორდინატები 2°49′00″ ჩ. გ. 68°48′00″ დ. გ. / 2.81667° ჩ. გ. 68.80000° დ. გ. / 2.81667; -68.80000
დაარსდა 4 ივლისი, 1991
ფართობი 72 238 კმ²
მოსახლეობა 40 203[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 0.56 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი http://www.guainia.gov.co/

დეპარტამენტი შედგება შვიდი მუნიციპალიტეტისგან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.