გრძელფეხა სცინკი (ლათ. Eumeces schneideri) — ქვეწარმავალი სცინკისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 16,5 სმ აღწევს, წონა 90 გ. ტანადია და მოქნილი სხეული აქვს. დაფარულია გლუვი ქერცლით. ბინადრობს მთისწინეთებში, ქსეროფიტულ ადგილებში. იჭრება აგრეთვე უდაბნო ზონაში. აქტიურია დღისით. თავს აფარებს მიწის ნაპრალებსა და სოროებს. იკვებება უხერხემლოებით, ობობასნაირებითა და თუთის კენკრით. მრავლდება კვერცხის დებით. დებს 5-9 კვერცხს. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათად გვხვდება ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. სახეობრივი სახელწოდება მიეცა გერმანელი ნატურალისტის იოჰან გოტლობ შნაიდერის მიხედვით.

გრძელფეხა სცინკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eumeces schneideri

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება