გრძელი გუბეების სამაროვანი
„გრძელი გუბეების“ სამაროვანი — ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელთან.
სამაროვანი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი დასავლეთი ნაწილი მდინარე ინწობამ ჩამორეცხა. 1976 წელს არქეოლოგიური კვლევა ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური). გაითხარა 18 დაზიანებული ორმოსამარხი. სამარხები გამართული იყო თიხნარ ფენაში, რის გამოც მიცვალებულთა ძვლები ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი. სამარხის ორმოს ფართობი და დაკრძალვის პოზა დაუდგენელია. სამაროვანზე აღმოჩენილია კერამიკა და ლითონის ინვენტარი. თიხის ჭურჭელი დამზადებულია ჩარხზე მსხვილმარცვლოვანი, ქვიშანარევი თიხისგან, იშვიათად გვხვდება წვრილმარცვლოვანი და სუფთად განლექილი თიხისგან დამზადებული ჭურჭელი. კერამიკული ნაწარმი გამომწვარია მოყავისფროდ, ნაცრისფრად ან მოშავოდ. ლითონის ინვენტარიდან სამაროვანზე აღმოჩენილია 24 ნივთი, მათ შორის, რკინის 21 (შუბისპირები, დანები, ქამრის (?) ფრაგმენტები, რგოლები) და ბრინჯაოს 3 (პინცეტი, ღილი და ჭდეულზედაპირიანი სამაჯური). ლითონის ნივთების მიხედვით სამაროვანი ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე, ბესარიონ. იორ-ალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაოს ძეგლები / [რედ.: ი. ჯალაღონია] ; საქ. მეცნ. აკად., არქეოლ. კვლევის ცენტრი. - თბ. : მეცნიერება, 1993 (მ/ა სტ.). - 96 გვ. : ტაბ. ; 20 სმ.. - რეზ. რუს. ენ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 86-92. - ISBN 5-520-01496-5
- მენაბდე ც., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „გრძელი გუბეების“ სამაროვანი დაარქივებული 2020-02-01 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული ენციკლოპედია (ძვ.წ. III-I ათასწლეულები). ნანახია 1 თებერვალი 2020.