გრუზინსკები
გრუზინსკები (რუს. Грузинский) — ქართველ ბაგრატიონთა მიერ რუსეთში მიღებული ტიტული, რომელიც შემდეგ მისი მფლობელების გვარად იქცა. გრუზინკის ტიტულსა და გვარს ატარებდნენ ბაგრატიონთა ორი დამოუკიდებელი შტოს წარმომადგენლები.
თავდაპირველად გრუზინსკებად იწოდებოდნენ რუსეთში ემიგრირებული ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის შთამომავალი მუხრანელი ბაგრატიონები. ისინი სარგებლობდნენ რუსეთის იმპერიის თავადის („Князь“) უფლებებით. ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი იყო მხატვარი პეტრე გრუზინსკი (გ. 1892). რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს 1833 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, გრუზინსკის გვარი-ტიტული დაუმტკიცდათ ქართლ-კახეთის მეფეების ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალ ბაგრატიონებს. მისი მფლობელები სახელმწიფო საბჭოს 1865 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარგებლობდნენ „უგანათლებულესი თავადის“ („Светлейший князь“) უფლებებით. ეს ტიტული აღემატებოდა თავადის ტიტულს. ამ შტოს შთამომავალია რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 1950).
ლიტერატურა
რედაქტირება- გონიკაშვილი მ., ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბ., 1986;
- Джавахишвили Н., Грузины под российским флагом (Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703–1917 гг.), Тб., 2003;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 281.
- ჯავახიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.