გრიგორიოს (პაპათომასი)

გრიგორიოს პაპათომასი (ბერძ. Γρηγόριος Παπαθωμάς; დ. 9 სექტემბერი, 1960) — ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კანონიკური სამართლის პროფესორი, მეცნიერი, თეოლოგი, იურისტი და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, პერისტერის მიტროპოლიის მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიტროპოლიტი გრიგორიოს პაპათომასი დაიბადა 1960 წლის 9 სექტემბერს სოფელ ნამატაში, ვოიოს მუნიციპალიტეტი, კოზანის ნომი, დასავლეთი მაკედონია საბერძნეთი.[1]

1978-1982 წლებში სწავლობდა თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი). 1983-1985 წლებში დაასრულა იგივე უნივერსიტეტის იგივე ფაკულტეტის მაგისტრატურა.

1981-1985 წლებში სწავლობდა და დაასრულა იგივე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 1988-1990 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ და კანონიკური სამართლის ფაკულტეტებზე (მაგისტრატურა). 1988-1990 წლებში პარალელურად სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში რელიგიების ისტორიისა და რელიგიური ანთროპოლოგიის განხრით. 1991-1994 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე კანონიკური სამართლის განხრით.

2010-2021 წლებში მსახურობდა ათენის არქიეპისკოპოსად. 2021 წლის 8 ოქტომბერს იგი აირჩიეს პერისტერის მიტროპოლიტად. 2021 წლის 17 ოქტომბერს მოხდა მისი ხელდასხმა (ქიროტონია).[2][3] არქიმანდრიტ გრიგორიუსის პერისტერის მიტროპოლიტად კურთხევაში მონაწილეობა მიიღეს: დიმიტრიას და ალმირის მიტროპოლიტმა ეგნატემ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და ბიოეთიკის პროფესორმა – მესოგიისა და ლავრიოტიკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დოგმატიკის პროფესორმა – მესინიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა, ილიის, ახარნისა და პეტრუპოლის მიტროპოლიტმა ათინაგორამ, თესალონიკის უმაღლესი საეკლესიო აკადემიის ლიტურგიკის პროფესორმა – კიტრუს, კატერინისა და პლატამონას მიტროპოლიტმა გიორგიმ და ფთიოტიდის მიტროპოლიტმა სიმეონმა.[4]

მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციებში. არის კანონიკური და საეკლესიო სამართლის წიგნების ავტორი.

უმაღლეს დონეზე ფლობს ძველ ბერძნულს, ლათინურს, ებრაულს, ფრანგულს, ინგლისურს, რუსულსა და ესტონურ ენებს.