გრიგოლ ხმალაძე

ქართველი ჰიდროლოგი

გრიგოლ ნიკოლოზის ძე ხმალაძე (დ. 24 აპრილი [ ძვ. სტ. 11 აპრილი], 1904, სოფელი უფლისციხე, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 11 მაისი, 1986, თბილისი) — ქართველი ჰიდროლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

გრიგოლ ხმალაძე
დაბ. თარიღი 11 (24) აპრილი, 1904
დაბ. ადგილი უფლისციხე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 11 მაისი, 1986(1986-05-11) (82 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ჰიდროლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1953 წლიდან მუშაობდა ახლანდელი ამიერკავკასიის რეგიონულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1853-1980 წლებში იყო ჰიდროლოგიის კვლევათა და პროგნოზის განყოფილების გამგე. 1950-1960 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში. ხმალაძის შრომები შეეხება ამიერკავკასიის ჰიდროლოგიის საკითხებს.

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია (1982). დაჯილდოებულია მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება