გრიგოლ ღუღუნიშვილი

ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, პროფესორი, თანამდებობის პირი.

გრიგოლ ღუღუნიშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1901, დარკვეთი — გ. 26 იანვარი, 1995) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, პროფესორი, თანამდებობის პირი.

გრიგოლ ღუღუნიშვილი
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი, 1901(1901-11-14)
დაბ. ადგილი დარკვეთი
გარდ. თარიღი 26 იანვარი, 1995(1995-01-26) (93 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველო
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ინჟინერი, პედაგოგი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1925 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით.

მუშაობა დაიწყო თბილისის ტრამვაის მეურნეობაში სახელოსნოების უფროსად, შემდგომ — ტრამვაის მეურნეობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ. 1932-1934 წლებში იყო ავტოსარემონტო ქარხნის მთავარი ინჟინერი და ტექნიკური დირექტორი. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში განახორციელა მშენებარე ქარხნის ხელახალი დაპროექტება, რითაც მიღწეულ იქნა საწარმოს სიმძლავრეთა გაზრდა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი. 1934-1937 წლებში საქართველოს კომუნალური მეურნეობის კომისარიატის საქალაქო ტრანსპორტის ხელმძღვანელი. 1937-1938 წლებში თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის ტრესტის მთავარი ინჟინერი. 1938-1940 წლებში იყო საქკომუნპროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი. 1940-1942 წლებში თბილქალაქპროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1942-1943 წლებში თბილისის საავიაციო ტექნიკუმის სასწავლო საწარმოო სახელოსნოებს ედგა სათავეში. 1943-1945 წლებში სამშენებლო მასალების სამმართველოს მთავარი მექანიკოსი. 1945-1947 წლებში იყო თბილისის „ლუდლიმონათის“ ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსი. იგი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოების პროექტირებას ხელმძღვანელობდა. შედგენილი იქნა თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტექნიკური პროექტი, თბილისის საავტობუსო მეურნეობისა და ქუთაისის ტრამვაის მეურნეობის, თელასის საწარმოო კორპუსის პროექტები და სხვა. საინჟინრო-საწარმოო საქმიანობასთან ერთად, 1929-1947 წლებში სასწავლო-პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1947 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. იმავე წელს აირჩიეს გზათა მიმოსვლის ინჟინერთა თბილისის ინსტიტუტის ლითონთა ტექნოლოგიის კათედრის გამგედ. 1959-1962 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შედუღების კათედრის გამგე. ამ პერიოდში მან შექმნა სახელმძღვანელო „ლითონთა ტექნოლოგია“, რაც ერთ-ერთი პირველი წიგნი იყო მშობლიურ ენაზე. შემდგომ მან მოამზადა სახელმძღვანელო „ლითონთა წნევით დამუშავება“. 1962 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის ჯერ სამსხმელი წარმოების, შემდგომ ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. მეტალურგიის ფაკულტეტის საბჭოსა და სახელმწიფო-საგამოცდო კომისიის წევრი.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1962 — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ფერადი ლითონების ცივი შედუღება, თბ., საბჭ. საქართველო, 1961, გვ. 55
  • ლითონების შედუღება, ჭრა და რჩილვა, თბ., ცოდნა, 1958, გვ. 290

ლიტერატურა რედაქტირება

  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 146-147

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება