გრიგოლ კოკელაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 მაისი, 1904(1904-05-02)
გარდ. თარიღი 1988

გრიგოლ კოკელაძე (დ. 2 მაისი, 1904, , ს. პატრიკეთი (წყალტუბოს რაიონი) — 1988) — ქართველი კომპოზიტორი, გუნდის დირიჟორი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1982).

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრიგოლ კოკელაძე დაიბადა წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში 1904 წლის 2 მაისს. 1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, 1937 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიტორო).

1928 წელს დაიწყო მუსიკალურ–პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს მუშაობდა მუსიკალურ დაწესებულებებსა და მხატვრულ კოლექტივებში. 1937–1943 წლებში და 1945 წლიდან იყო ხალხური შემოქმედების სახლის (ახლანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) დირექტორი. 1941-48 წლებში იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954–1955 წლებში — საქართველოს ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს შორისაა: კანტატა „სიმღერა სამგორზე“ (1953), „კანტატა სამშობლოზე“ (1955), „კანტატა საქართველოზე“ (1971), სიმფონიური სიუიტა (1957), სიმღერები, გუნდები, მუსიკა სპექტაკლებისათვის; დაამუშავა სიმღერები „სისატურა“ (1932), „გუდისა“ (1933). მას ჩაწერილი და ნოტებზე გადატანილი აქვს ასობით ქართული ხალხური სიმღერა, რომელთა ხელნაწერები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება, გამოცემული აქვს ხალხური სიმღერების არა ერთი სანოტო კრებული: „ქართული ხალხური სიმღერები“ (1956), „50 ქართული ხალხური სიმღერა“ (1979, თბილისი), „30 ქართული ხალხური სიმღერა“ (1981, თბილისი), „100 ქართული ხალხური სიმღერა“ (1984, თბილისი), „ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე“ (1983, თბილისი).

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება