გრიგოლ არტემის ძე ერემოვი (დ. 11 სექტემბერი, 1912, დაბა სურამი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 ივნისი, 2002, თბილისი) — ქართველი იურისტი, სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1974).

თსუ-ის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964). ერემოვის ნაშრომები ეხება საქართველოს კონსტიტუციის განვითარების ეტაპებს, კანონიერების განხორციელებას და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება